ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი Sky Sport-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ ძალიან რთული სეზონი იქნება. ვეტერანმა იტალიელმა იმედი გამოთქვა, რომ ტრავმებს აღარ მიიღებს და გუნდის დახმარებას შეძლებს.
„გასული სეზონი პირადად ჩეთვის რთული წელი იყო, მეგონა, რომ მძიმე ტრავმებს თავი დავაღწიე. ახალ სეზონში რა თქმა უნდა, ჯანმრთელობას ვისურვებდი, რომ გუნდს მეოდანზე დავეხმარო და შემდეგ მუდმივი თამაშით ყველაფერი მოვა.
ახალი სეზონი, რომელიც უცნაური და რთული იქნება. გიჟური ზაფხული იყო, კარანტინის შემდეგ. ყველასთვის ძალიან რთული წელი იქნება, მაგრამ „იუვენტუსი“, როგორც ყოველთვის ყოველ სეზონს გამარჯვებისთვის იწყებს. დარწმუნებულები ვართ საკუთარ თავში დაყველაფერს გავიღებთ. საბოლოო შედეგის მიღწევამდე გრძელი გზაა და რთული იქნება, მაგრამ კარგად ვართ და მოუთმენლად ველოდებით სეზონის დაწყებას.
თავდამსხმელი? კომენტარს ვერ გავეკეთებ, გუშინ პირლომ გასაგებად თქვა და სხვას ვერაფერს ვიტყვი“, – განაცხადა კიელინიმ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ანდრეა პირლომ ისურვა, რაც შეიძლება მალე ახალი თავდამსხმელის დამატება.