ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ ანდრეა პირლოს შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მიუხედავად გამოუცდელობისა, მას შეუძლია „იუვენტუსში“ წარმატებით მუშაობა.
გარდა ამისა, კლაუდიომ ლუის სუარესისა და ედინ ჯეკოს შესახებ გააკეთა კომენტარი:
„ეს მისი პირველი გამოცდილება იქნება მწვრთნელად, მაგრამ მას შესანიშნავი სტაფი ჰყავს და შეუძლია თამაშიდან თამაშამდე ზრდა. შემდეგ მას აქვს პროფესიონალიზმი და „იუვეს“ გასახდელის მართვის გამოცდილება.
სუარესზებევრი წავიკითხე, მაგრამ ბოსნიის ბოლო თამაში ვნახე და ჯეკომ ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ვინც არ უნდა მოვიდეს, ნებისმიერ შემთხვევაში დიდი თავდამსხმელი იქნება“, – თქვა მარკიზიომ.