ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელის, მატია დე შილიოს „რომაში“ გადასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია.
იტალიელი მცველი რომაულ გუნდს პირად კონტრაქტზე შეუთანხდა და ის „რომაში“ იჯარის წესით გადავა. საბოლოო გადაწყვეტილება დღეს უნდა გახდეს ცნობილი, რადგან მისი აგენტი ტურინში იმყოფება.
დე შილიო „იუვენტუსს“ 2017 წელს შეუერთდა და დღემდე 61 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.