მიუხედავად იმისა, რომ ლუის სუარესი დღეს პერუჯაში ჩავიდა და იტალიური ენის გამოცდა ჩააბარა, „იუვენტუსი“ მას არ დაიმატებს.
იტალიური მედიის ცნობით, უკვე გადაწყვეტილია, რომ „იუვეს“ ედინ ჯეკო შეუერთდება. ყველაფერი შეთანხმებულია და 34 წლის ბოსნიელი ტურინულ გრანდთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ჯეკო სეზონში 7.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს დ ის იქნება გონსალო იგუაინის შემცვლელი.
შეგახსენებთ, ჯეკო „რომაში“ 2015 წლიდან თამაშობს და „ჯალოროსიში“ 78 გოლი გაიტანა. ჯეკო “იუვენტუსის” ისტორიაში ჰასან სალიჰამიჯიჩისა და მირალემ პიანიჩის შემდეგ მესამე ბოსნიელი ფეხბურთელი იქნება.