“იუვენტუსი” ლუის სუარესს ვერ დაიმატებს. Rac 1-ის ცნობით, მიზეზი იტალიის პასპორტის აღების პროცედურების გაჭიანურებაა. ამ საკითხის 5 ოქტომბრამდე გადაჭრა ვერ ხერხდება.
ამიტომაც, ურუგვაელი ფეხბურთელი იტალიაში არ გადავა. “იუვენტუსმა” კი აქცენტი ედინ ჯეკოს ტრანსფერზე გააკეთა და “რომასთან” შეთანხმების მიღწევამდე მცირე დეტალებია დარჩენილი.
შეგახსენებთ, რომ სუარესს არაევროკავშირელის პასპორტი აქვს და “იუვემაც” მისი დამატება ამ პრობლემის გამო ვერ მოახერხა.