ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი დეიან კულუსევსკი შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საფრანგეთთან მხოლოდ ბოლო 20 წუთი ათამაშა, რამაც ფეხბურთელი გაანაწყენა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ თვით ზლატან იბაჰიმოვიჩმა გააკეთა კომენტარი.
„დრო არ მქონდა მატჩზე გავლენის მოსახდენად. შოკირებული ვიყავი, ვარჯიშებზე ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, მაგრამ სამწუხაროდ ფეხბურთი ასეთია. უცნაური გრზნობაა, მაგრამ მწვრთნელის არჩევანს პატივს ვცე და იმედი მაქვს, რომ შემდეგ მატჩს თავიდანვე ვითამაშებ“, – თქვა კულისევსკიმ.
შვედეთის ნაკრების მწვრთნელმა იანე ანდერსონმა ამის საპასუხოდ განაცხადა:
„მასთან პირისპირ არ მისაუბრია, მაგრამ თუ ეს თქვა, ალბათ ასე ფიქრობს. განსაკუთრებით შოკირებული არ ჩანდა, მან კარგად ითამაშა, როგორც მისმა ბევრმა თანაგუნდელმა. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან საოცარი თვისებები აქვს. მაგრამ არ შეიძლება ვისაუბროთ კარგ მოთამაშეებზე, რომლებმაც ითამაშეს?“, – აღნიშნა ანდერსონმა.
შვედეთის ნაკრების მწვრთნელი სოციალური ქსელიდან ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გააკრიტიკა:
„რა საშინელი ხუმრობაა. კიდევ ერთი მტკიცებულება, არასწორი პოზიციები და არაკომპეტენტური ხალხი შვედურ ფეხბურთს ახშობს“, – აღნიშნა ზლატანმა.