ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა საკლუბო კარიერაში 903-ე თამაში ჩაატარა და პაოლო მალდინის მიღწევა (902 თამაში) გააუმჯობესა.
ბუფონს იტალიელ ფეხბურთელთა შორის ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული უშუალოდ საკლუბო დონეზე. თუ სანაკრებო შეხვედრებსაც გავითვალისწინებთ, ჯიჯი აქაც რეკორდსმენია და 1000-მატჩიან ზღვარს დიდი ხანია გადასცდა.
41 წლის მეკარე ახლოსაა მალდინის კიდევ ერთი რეკორდის მოხსნასთან, რომელიც სერია A-ში ჩატარებული თამაშების რაოდენობას ეხება. მალდინის აქტივში 647 მატჩია, ბუფონი კი 5 შეხვედრით ჩამორჩება.
Immenso.
Quella di oggi è stata la presenza numero 903 per @gianluigibuffon in carriera con i club in tutte le competizioni, superato Paolo Maldini (902).#SUPERG1G1#JuveSPAL pic.twitter.com/d8eINpRjK9— JuventusFC (@juventusfc) September 28, 2019