მთავარი / სიახლეები / “იუვეს” ზედიზედ მესამე გამარჯვება

“იუვეს” ზედიზედ მესამე გამარჯვება

იტალიის სერია A-ში მორიგი გამარჯვება იზეიმა ტურინის „იუვენტუსმა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „სპალი“ პრობლემების გარეშე დაამარცხა.

„იუვე“ მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა და რომ არა სტუმართა მეკარე ეტრიტ ბერიშა, სხვაობა გაცილებით სოლიდური უნდა ყოფილიყო.

ანგარიში 45-ე წუთზე მირალემ პიანიჩმა ულამაზესი დატყმით გახდა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა. აღსანიშნავია, რომ 2007-2008 წლების სეზონის შემდეგ პიანიჩმა საჯარიმოს გარედან 27-ე გოლი გაიტანა და ტოპ ხუთ ჩემპიონატში მასზე მაღალი მაჩვენებელი ამავე პერიოდში მხოლოდ ლიონელ მესის, კრიშტიანუ რონალდუსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს აქვთ.

„იუვენტუსმა“ სხვაობა 78-ე წუთზე გაზარდა. პაულო დიბალამ მარცხენა ფლანგზე შესანიშვად ითამაშა, მისი ჩაწოდების შემდეგ კი კრიშტიანუ რონალდუმ თავით დალაშქრა მეტოქის კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„იუვემ“ მაურიციო სარის ხელმძღვანელობით პირველად მოიგო ორბურთიანი უპირატესობით. რაც მთავარია, სამი თამაშის შემდეგ საკუთარი კარის მშრალად შენახვაც შეძლო.

„იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე „ლევერკუზენთან“ ჩაატარებს, ხოლო სერია A-ში კი დიდი იტალიური დერბი ელოდება „ინტერის“ წინააღმდეგ.

„იუვენტუსი“ – „სპალი“ 2:0 (1:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-3-1-2): ბუფონი; კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, მატუიდი; ხედირა (ემრე ჯანი 61), პიანიჩი, რაბიო (ბენტანკური 77); რემზი (ბერნარდესკი 65); დიბალა, რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

„სპალი“ (3-5-2): ბერიშა; ტომოვიჩი, ვიკარი, სალა (სტრეფეცა 56); რეკა, მურჯია (იანკოვიჩი 72), მისიროლი, ვალდიფიორი, იგორი; პეტანია, მონჩინი (პალოსკი 77)

მწვრთნელი: ლეონარდო სემპლიჩი

გოლები: 1:0 პიანიჩი (45), 2:0 რონალდუ (78)

გაფრთხილება: ხედირა (32), ემრე ჯანი (90) – იგორი (55), პეტანია (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (10) – 4 (1) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 13:2 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: მარკო პიჩინინი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …