ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ „სპალთან“ მატჩის წინ მცირე კომენტარი გააკეთა.
პარატიჩი შეეხო მარიო მანჯუკიჩისა და ემრე ჯანის საკითხს, რომელთაც მაურიციო სარის თავკაცობით თამაში არ უწევთ.
„ჩვენ შეჩვეული ვართ მოკლე პერიოდში ბევრ თამაშს, დღეს „სპალზე“ ვფიქრობთ. რთული თამაშია, მაგრამ ზად ვართ. ტრავმები? მხოლოდ მატუიდი თამაშობს სხვა პოზიციაზე, მაგრამ მწვრთნელის არჩევანს ვენდობით.
მანჯუკიჩი? ჩვენ ვესაუბრეთ მას და უნდა შეაფასოს თავისი სიტუაცია. ჩვენთვის განსაკუთრებული ბიჭია და მის ყველა გადაწყვეტილებას მივიღებთ. ემრე ჯანი? ძალიან კარგად ვარჯიშობს, მწვრთნელი ამას აფასებს და დარწმუნებული ვარ მალე მისთვისაც იპოვის ადგილს“, – თქვა პარატიჩიმ.