ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ „სპალთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. არგენტინელი ფეხბურთელის განცხადებით, „იუვეს“ ასეთი გამარჯვება სჭირდებოდა.
„გვჭირდებოდა ასეთი გამარჯვება. პირველ ტაიმში ცოტა ნელ ტემპში ვთამაშობდით, მაგრამ საბედნიეროდ ბოლო წუთზე ანგარიში გავხსენით. ამ გზით უფრო მეტი სივრცეები გამოჩნდა მეტოქის დაცვაში. ჩემი პასი რონალდუზე? მომეწონა, ვფიქრობ დიდებული გოლი იყო, კომბინაციის ყველა ნაწილით“, – თქვა დიბალამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სერია A-ში 6 ტურის შემდეგ 16 ქულა აქვს, მომდევნო მატჩს კი ჩემპიონთა ლიგაზე „ლევერკუზენთან“ გამართავს.