იუვენტუსის მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის წინააღმდეგ იტალიის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. 42 წლის კიპერს ბრალს მკრეხელობაში სდებენ.
იტალიური მედიის ცნობით, ბუფონმა „პარმასთან“ მატჩის მიწურულს თანაგუნდელ პორტანოვას მკრეხელური ფრაზით მიმართა, რაც იტალიაში ძალიან ცუდ ფორმად ითვლება. მატჩის დროს ხმა ისმოდა, მაგრამ არ ჩანდა თავად მოთამაშე. მატჩის შემდეგ მსაჯებს ოქმში ამის შესახებ განცხადება არ დაუწერიათ, მაგრამ განხილვაზე ჯიჯის ფრაზები გაისმა და გამოძიება დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ზუსტად იგივე მიზეზით „რომას“ ნახევარმცველი ბრაიან კრისტანტე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა და 42 წლის მეკარესაც სწორედ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.