ნაპოლის საჩივარმა შედეგი გამოიღო და იუვენტუსთან მატჩში ტექნიკური წაგება გაუქმებულია. იტალიის ოლიმპიურმა კოკიტეტმა ნეაპოლელთა საჩივარი დააკმაყოფილა და მატჩი გაიმართება.
„იუვე“ – „ნაპოლის“ თამაშ 4 ოქტომბერს არ ჩატარდა, რადგან ნეაპოლელები კორონავირუსით ინფიცირებული ორი ფეხბურთელის გამო ტურინში საერთოდ არ ჩავიდნენ. „იუვე“ მატჩზე მაინც გამოცხადადა.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ტურინულ გუნდს 3:0 მოგება ჩაუთვალა, ხოლო ნეაპოლელეს სატურნირო ცხრილში 1 ქულაც დააკლეს.
ჯერჯერობით, როდის გაიმართება ეს მატჩი უცნობია. სატურნირო ცხრილში კი ახლა „იუვენტუსს“ 24 ქულა აქვს, ისე, როგორც „რომას“ და „ნაპოლის“.