იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში „იუვენტუსმა“ სერია A-ში პირველი მარცხი განიცადა. ანდრეა პირლოს გუნდმა ფლორენციის „ფიორენტინას“ უმასპინძლა და 0:3 განადგურდა.
საქმე მხოლოდ ანგარიშში არ არის, თამაში იყო ძალიან დაბალი ხარისხის და შედეგი სრულიად ლოგიკურია, მეტიც, შეიძლებოდა უფრო სოლიდური ყოფილიყო.
„იუვემ“ ძალიან სწრაფად მესამე წუთზე გაუშვა და შემდეგ მთელი თამაში ისე ჩაატარა, რომ საგოლე შანსი არ შეუქმნია. მე-17 წუთზე ხუან კუადრადო გააძევეს, რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი „იუვე“ კიდევ უფრო უფერული გახდა.
მატჩის მიწურულს ალექს სანდროს ავტოგოლითა და ყოფილი „იუვენტინოს“, მარტინ კასერესის გოლებით „ფიორენტინამ“ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
სხვათა შორის, ფლორენციულმა გუნდმა 8-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და ბოლო 5 საგარეო თამაშში პირველი გოლები გაიტანა.
„იუვენტუსის“ მდგომარეობა დამძიმდა. დღეს „იუვეს“ „ნაპოლისთან“ ტექნიკური მოგებაც გააუქმეს, ამდენად, სატურნირო ცხრილში უკვე მხოლოდ 24 ქულა აქვს და დიდი შანსია, რომ 2020 წელი ოთხეულს მიღმა დაასრულოს. თუ ხვალ „მილანი“ „ლაციოსთან“ მოიგებს, ლიდერთან ჩამორჩენა 10 ქულა იქნება, მაგრამ ახლა სკუდეტოზე უფრო მნიშვნელოვანი ოთხეულისთვის ფიქრი მოსჩანს. მომდევნო მატჩს ტურინელები 3 იანვარს, „უდინეზესთან“ ჩაატარებენ.
„იუვენტუსი“ – „ფიორენტინა“ 0:3 (0:1)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი (ფრაბოტა 88), ბონუჩი, ალექს სანდრო; რემზი (დანილო 20), ბენტანკური, მაკკენი (კულუშევსკი 72), კიეზა; რონალდუ, მორატა (ბერნარდესკი 46)
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
„ფიორენტინა“ (3-5-2): დრაგოვსკი; მილენკოვიჩი, პეცელა, იგორი; კასერესი, ამრაბატი, ბორხა ვალერო (პულგარი 52), კასტროვილი, ბირაგი (ვენუტი 82); ვლაჰოვიჩი (კუამე 74), რიბერი (ბონავენტურა 82)
მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი
გოლი: 0:1 ვლაჰოვიჩი (3), 0:2 ალექს სანდრო (76, ა.გ), 0:3 კასერესი (81)
გაფრთხილება: დანილო (85) – ბირაგი (22), რიბერი (37), ბორხა ვალერო (47), ვენუტი (84)
გაძევება: კუადრადო (17)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 9 (6) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 3:1
მსაჯი: ფედერიკო ლა პენა