ჯანლუიჯი ბუფონის მეუღლემ ილარია დ’ამიკომ კრიშტიანუ რონალდუს და, ელმა ავეირო გააკრიტიკა. ილარიას აზრით, ოჯახის წევრები კომენტატორები არ უნდა იყვნენ.
„მე ძველი სკოლის წარმომადგენელი ვარ, ოჯახის წევრები, ძმები არ იყნებენ სოციალურ ქსელებს. მე რომ ფეხბურთელი ვყოფილიყავი, ჩემს აზრს გამოვხატავდი, მაგრამ არ მომეწონებოდა, რომ ჯიჯის ან დედაჩემს ჩემს ნაცვლად დაეწერათ. ოჯახის წევრები კომენტატორები არ უნდა იყვნენ“, – თქვა დ’ამიკომ.
შეგახსენებთ, რომ ელმა ავეირომ მაურიციო სარის სათამაშო სტილი სოციალური ქსელიდან გაარიტიკა.