ტურინის “იუვენტუსი” “ბოლონიასთან” მატჩისთვის ემზადება. იტალიური მედიის ინფორმაციით, მაურიციო სარის ჯორჯო კიელინი და გონსალო იგუაინი ვერ დაეხმარებიან.
ორივე ფეხბურთელი ისევ გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს და მათი თამაში პრაქტიკულად გამორიცხულია.
შეგახსენებთ, რომ “იუვე” სერია A-ს 22 ივნისს, სტუმრად “ბოლონიასთან” მატჩით განაახლებს.