ჯანლუიჯი ბუფონის აგენტმა სილვანო მარტინამ უარყო ხმების იმის შესახებ, რომ ჯიჯის კონტრაქტში პუნქტი დევს, რომლის მიხედვითაც სერია A-ში მინიმუმ 8 თამაში უნდა ჩაატაროს.
მარტინას განცხადებით, ასეთ საკითხზე საუბარი არც ყოფილა:
„იუვენტუსში“ დაბრუნება მოულოდნელობა იყო, ჩვენ წინადადებებს განვიხილავდით, როდესაც ტურინელების შემოთავაზება მივიღეთ. როდესაც ჯიჯის ვესაუბრე, მითხრა, რომ ეს მისთვის მაქსიმუმი იყო, როგორც ემოციურ, ისე საოჯახო დონეზე. ვინაიდან, ის ყოველთვის იუვენტინო იყო. ჯიჯი განსაკუთრებული ადამიანია, ჩვენი ურთიერთობა „პარმადან“ დაიწყო და თითქმის ოჯახი ვართ.
ყოველთვის ვარჯიშობს, შვებულების დროსაც. ცხადია, ნიჭიც გენეტიკურად აქვს. პუნქტი კონტრაქტში? ამის შესახებ არც კი გვისაუბრია, არანაირი პუნქტი კონტრაქტში არ დევს. „იუვენტუსში“ მხოლოდ იმიტომ დაბრუნდა, რომ ჯიჯი ბუფონია. ვიმეორებ, პუნქტი შემოთავაზებული არცერთი მხრიდან არ ყოფილა“, – აღნიშნა მარტინამ.