მთავარი / სიახლეები / ბუფონი: “წლების წინ “სიტი” მიწვევდა, მაგრამ “იუვეში” დარჩენა ვამჯობინე”

ბუფონი: “წლების წინ “სიტი” მიწვევდა, მაგრამ “იუვეში” დარჩენა ვამჯობინე”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა წარსული გაიხსენა და თქვა, რომ წლების წინ „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლაზე უარი თქვა.

ლეგენდარული იტალიელის განცხადებით, „სიტის“ სერიოზულ კონტრაქტს სთავაზობდა, მაგრამ „იუვეში“ დარჩენა ამჯობინა.

„როდესაც „პარმაში“ ვიყავი, ფერგიუსონი სამი წლის განმავლობაში მაკვირდებოდა, მაგრამ მაშინ „პარმა“ ჩემთვის მთელი სამყარო იყო. შემდეგ „მანჩესტერ სიტი“ მიწვევდა, როდესაც სერიოზული თანხის დახარჯვა დაიწყეს ამ გუნდში. მათთვის ერთ-ერთი პირველი სამიზნე ვიყავი, მართლაც სერიოზული წინადადება იყო, მაგრამ საბოლოოდ უარის თქმა და „იუვეში“ დარჩენა გადავწყვიტე“, – თქვა ბუფონმა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …