მთავარი / სიახლეები / “იუვეს” მორიგი რეკორდი

“იუვეს” მორიგი რეკორდი

ტურინის „იუვენტუსს“ ზედიზედ 26 თამაშია სტუმრად არ წაუგია და ეს რეკორდია. „ბებერმა სინიორმა“ თავისივე მიღწევა გააუმჯობესა, რომელიც 25 მატჩს შეადგენდა.

ანტონიო კონტეს ფორმაციის გუნდმა 2011 წლის 18 სექტემბრიდან („სიენასთან“ 1:0) 2012 წლის 25 ნოემბრამდე („მილანთან“ 0:1) მიჯრით 25 მატჩი არ წააგო სტუმრად.

ალეგრის ფორმაციის გუნდმა ეს შედეგი უკვე გააუმჯობესა. „იუვე“ სერია A-ში ბოლოს გასვლაზე 2017 წლის 19 ნოემბერს, „სამპდორიასთან“ (2:3) დამარცხდა. იქედან მოყოლებული უკვე მეორე სეზონია ტურინული გრანდი იტალიის ჩემპიონატის ეგიდით სტუმრად არ აგებს (26 თამაში, 22 მოგება, 4 ფრე).

ნიშანდობლივია, რომ „ბებერი ქალბატონი“ 2018 წლის 22 აპრილის მერე სერია A-ში ზედიზედ 30 თამაშია არ დამარცხებულა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …