რომის „ლაციოს“ თავდამსხმელი ჩირო იმმობილე, რომელმაც კარიერა „იუვენტუსში“ დაიწყო, იტალიურ მედიასთან ტურინელთა შანსზე საუბრობს. იტალიელი ფორვარდის განცხადებით, „იუვემ“ უნდა მოუმატოს, თუ „ატლეტიკოს“ ბარიერის დაძლევა უნდა.
„ვნახე თამაში და „ნაპოლიმ“ უფრო მეტი დაიმსახურა. თუ „იუვენტუსი“ „ატლეტიკოსთან“ ისე ითამაშებს, როგორც ნეაპოლში, ძალიან რთული იქნება, მაგრამ „ბიანკონერის“ ჰყავს ისეთ ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლიათ ქამ-ბექი.
რონალდუსთან შეხვედრა? ძალიან ემოციური, ჩემპიონი, რომელიც სტიმულს დღემდე ინარჩუნებს. პირველ შეხვედრაში მაისური გავუცვალე“, – განუცხადა იმმობილემ Canale 5-ს.