ახლო წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო მასიმილიანო ალეგრიზე საუბრობს, რომელთანაც „მილანში“ უმუშავია.
კასანოს თქმით, ალეგრი ძალიან ჭკვიანია. მისი აზრით, „იუვეს“ „ატლეტიკოსთან“ სწრაფი გოლი სჭირდება.
„ალეგრი ძალიან ჭკვიანი მწვრთნელია, მშვიდად და ტვინით მუშაობს. „ატლეტიკოსთან“ საპასუხო თამაში რთული იქნება, მაგრამ გოლს შეუძლია სიტუაციის შეცვლა. თუ „იუვენტუსი“ სწრაფ გოლს გაიტანს, შედეგი შეიცვლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან რთული იქნება“, – განაცხადა კასანომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ატლეტიკოს“ საპასუხო მატჩი 12 მარტს, ტურინში გაიმართება.