მთავარი / სიახლეები / ბენატია: “იუვეს” “ატლეტიკოს” დამარცხება შეუძლია”

ბენატია: “იუვეს” “ატლეტიკოს” დამარცხება შეუძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა მეჰდი ბენატიამ Sky Sport-ს ინტერვიუ მისცა. მაროკოელი შეეხო, როგორც გუნდიდან წასვლის მიზეზს, ისე მასიმილიანო ალეგრის.

გარდა ამისა, მეჰდი მიიჩნევს, რომ „იუვეს“ „ატლეტიკოს“ ბარიერის გადალახვა შეუძლია და ამ წყვილში ყველაფერი ღიაა.

„დეკემბერში შვებულებაში დუბაიში ვიყავი ჩემს მეუღლესთან და შვილებთან ერთად. ისინი გამუდმებით მეკითხებოდნენ: „მამა, რატომ არ თამაშობ”? ბედნიერი აღარ ვიყავი. დავტოვე გუნდი, რომელშიც უამრავი მეგობარი მყავს, მაგრამ მე ეს მინდოდა, რადგან ჩემი წვლილი მოედანზეც მინდა შევიტანო.

როდესაც ბონუჩი დაბრუნდა, მწვრთნელთან მივედი, მან კი, დამარწმუნა: „მე შენ მჭირდები, სათამაშოდ დრო გექნება, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ხარ“. შემდეგ რაღაცები შეიცვალა, მაგრამ ჩვენს შორის პრობლემა არასდროს ყოფილა და დიდ წარმატებებს ვუსურვებ. მე უკან არასდროს ვიყურები, ბოლო თამაში „მილანთან“ „სან სიროზე“ ვითამაშე. ძნელია, რადგან იგუაინი უნდა შემეჩერებინა. მახსოვს, რომ კარგად ვითამაშე, მაგრამ შემდეგ შემადგენლობაში ისევ ვერ ვხვდებოდი. შედეგებს თუ გადავხედავთ, ალეგრი კარგად მუშაობს, ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა. ჩემი აზრით, ძლიერი მწვრთნელია, რომელსაც ფეხბურთი ესმის. ჩემპიონთა ლიგის მოგებას თუ შეძლებს? იმედია, მაგრამ არ ვიცი, შეფასება ჩემი საქმე არაა.

რონალდუ? როდესაც ვარჯიშებზე ვუყურებდი, ვხვდებოდი ასეთი ჩემპიონი რატომაც იყო. ყოველდღე მძიმედ მუშაობს, ნამდვილი საბრძოლო მანქანაა. ადამიანური თვალსაზრისითაც ძალიან ჭკვიანია, საოცარი ადამიანი, წარმოუდგენლად თავმდაბალი, რომელსაც გამარჯვების დიდი სურვილი გააჩნია.

„ატლეტიკო“? მის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია. თავად ცოტას ქმნის და მეტოქის შეცდომას ელოდება. ძალიან სახიფათოა სტანდარტული სიტუაციების დროს, რაშიც პირველმა თამაშმაც დაგვარწმუნა. ჩემი აზრით, „იუვეს“ ბევრად კარგად თამაში შეუძლია, რადგან ძალიან ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს – პიანიჩი, დიბალა, რონალდუ, დუგლას კოშტა. ყველაფერი დასრულებული არაა, რადგან „იუვეს“ აქვს საკმარისი ხარისხი, რომ ეს ბარიერი დაძლიოს“, – განაცხადა ბენატიამ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …