მთავარი / სიახლეები / ანდრეა პირლო “იუვენტუსში” ბრუნდება

ანდრეა პირლო “იუვენტუსში” ბრუნდება

ანდრეა პირლო „იუვენტუსში“ ბრუნდება. იტალიური მედიის ცნობით, ლეგენდარული ფეხბურთელი დიდი ალბათობით, სულ მალე „იუვეს“ 23-წლამდე გუნდს ჩაიბარებს, რომელიც იტალიის სერია C-ში თამაშობს.

ხსენებულ ლიგაში ტურინელთა მეორე გუნდი მე-12 ადგილზეა, რის გამოც გუნდის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა. სწორედ ამიტომ მაურო ძირონელის შეცვლას პირლოთი აპირებენ.

აღსანიშნავია, რომ ანდრეას სერია C-ში მუშაობისთვის საჭირო სამწვრთნელი ლიცენზია აღებული აქვს.

შეგახსენებთ, რომ პირლო „იუვენტუსში“ 2011-2015 წლებში თამაშობდა და დღემდე ტურინში ცხოვრობს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …