ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ თავის მომავალაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, თავად ბედნიერია ტურინში, მაგრამ მეორე მხარეც არსებობს, რომელსაც უნდა შეხვდეს – ანდრეა ანიელი.
„როდესაც პრეზიდენტი მოისურვებს, დავსხდებით და ვისაუბრებთ. მე ძალიან ბედნიერი ვიქნები „იუვენტუსში“ დარჩენით, მაგრამ შეხვედრა საჭიროა, რადგან მეორე მხარეც არსებობს. შეიძლება მე კმაყოფილი ვარ, მაგრამ ის – არა. ან, პირიქით“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიელ სპეციალისტს „იუვესთან“ კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ბოლო პერიოდში ბევრი საუბარია იმის შესახებ, რომ ეს სეზონი მისთვის ტურინში უკანასკნელი იქნება. ალეგრის ყველაზე აქტიურად „ინტერს“, ხოლო „იუვენტუსს“ ზიდანს უკავშირებენ.