მთავარი / სიახლეები / “ნაპოლი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“ნაპოლი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 26-ე ტურში „ნაპოლი“ დაამარცხა და ჩემპიონობა პრაქტიკულად გაიფორმა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 6.5 – ზიელინსკის დიაგონალური დარტყმისა და ინსინიეს პენალტის დროს ძელი დაეხმარა. გაშვებული გოლის ეპიზოდში კი კიელინის ვერ გაუგო. მთლიანობაში კარგი შეხვედრა ჩაატარა, დამაჯერებელი იყო, როგორც ხელით თამაშში, ისე ფეხით.

კანსელუ 5.5 – ბოლო თამაშებთან შედარებით პირველი ტაიმი მართლაც კარგად ჩაატარა. თუმცა, მეორე ნახევარში ცუდად ითამაშა. ყვითელი ბარათი მიიღო და მომდევნო მატჩს გამოტოვებს, ხოლო კალეხონის გოლის ეპიზოდში ინსინიეს უბრალოდ უყურებდა, როგორ აკეთებდა საგოლე პასს.

დე შილიო 5.5 – მარჯვენა ფლანგისთვის სიმტკიცე უნდა შეემატა, მაგრამ თამაშში ისიც ცუდად ჩაერთო.

ბონუჩი 7 – მყარი მატჩი ჰქონდა. ძალიან ბევრი დარტყმა დაბლოკა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

კიელინი 6 – თითქმის არაფერი შეშლია, თუმცა კალეხონი დაკარგა, რომელმაც გოლი გაიტანა.

ალექს სანდრო 6 – დაცვაში ძალიან ყურადღებით ირჯებოდა, პენალტის ეპიზოდში კი უფრო არ გაუმართლა, ვიდრე ცუდად ითამაშა.

ემრე ჯანი 6.5 – ალბათ მისთვის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში გამოდგა. გოლიც ამის დასტურია და ნახევარდაცვაშიც გამოირჩეოდა.

პიანიჩი 5.5 – რონალდუმ მიმდინარე სეზონში ბევრი ჯარიმა შეასრულა, რამაც სხვებს შანსი შეუმცირა. პიანიჩმა ამ სეზონში მხოლოდ მეოთხედ დაარტყა ჯარიმა და ამჯერად გაიტანა. ნათელია, რომ ბოსნიელი ამ კუთხით მეტ ნდობას იმსახურებს. მერე კი, მეორე ტაიმის დასაწყისში სისულელე გააკეთა და „ნაპოლი“ დაასაჩუქრა. სწორედ მისი გაძევების შემდეგ დაბრუნდნენ თამაშში მასპინძლები.

მატუიდი 6 – ისეთი მტკიცე არ იყო, როგორც საუკეთესო დროს და ბევრი მარტივი ბურთი დაკარგა.

ბერნარდესკი 6.5 – ასე თამაშობს, ბევრად უფრო შესაფერისად, ვიდრე დიბალა. ეს ფაქტია. ემრე ჯანს გოლის ეპიზოდში იდეალური გადაცემა გაუკეთა.

დიბალა შ.გ – არგენტინელი თამაშში 85-ე წუთიდან ჩაერთო.

მანჯუკიჩი 5.5 – ხორვატი აგრძელებს ცარიელი მატჩების ჩატარებას.

ბენტანკური 6.5 – როდესაც კულიბალის დაასწრო, ეს პრაქტიკულად უდრიდა მეტოქის კარში გატანილ გოლს.

რონალდუ 6 – თავდასხმაში იზოლირებული იყო, თუმცა ყოველთვის ფხიზლობდა. გარდა ამისა, „ნაპოლი“ თამაშში რომ დარჩა, მისი დანაშაულიცაა, რადგან კონტრშეტევის დროს თავისუფალ ბერნარდესკის პასი არ გაუკეთა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …