მთავარი / სიახლეები / ემრე ჯანი: “კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ”

ემრე ჯანი: “კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ემრე ჯანმა „ნაპოლისთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. გერმანელმა ფეხბურთელმა ამ შეხვედრაში გოლის გატანაც შეძლო და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

„ბედნიერები ვართ, ვიცით, რომ მეტი შეგვეძლო, მაგრამ ამ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებით კმაყოფილები ვართ. ჩემი საუკეთესო თამაში მიმდინარე სეზონში? არ ვიცი, მე მაქსიმუმს ვაკეთებ გუნდის დასახმარებლად და ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა საუკეთესო ფორმას ვუახლოვდები, ამისთვის ვმუშაობ.

16-ქულიანი უპირატესობა მნიშვნელოვანია, ყველამ ვიცოდით, რომ ამ მატჩის მოსაგებად ყველაფერი გაგვეკეთებინა. თუმცა, ჩვენ წინ ბევრი ბრძოლა გველოდება და კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ემრე ჯანმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო შეხვედრას შინ „უდინეზესთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …