მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “პოზიტიური ასპექტი დავინახოთ”

ალეგრი: “პოზიტიური ასპექტი დავინახოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ „ნაპოლისთან“ გამარჯვების შემდეგ პოზიტიურ ასპექტს უნდა შევხედოთ.

გარდა ამისა, იტალიელმა „ატლეტიკოსთან“ მომავალი შეხვედრაც ახსენა და აღნიშნა, რომ თუ 70-ე წუთზე ანგარიში 0:0 იქნება, გუნდმა არ უნდა იფიქროს, რომ ტურნირს გამოეთიშა.

„პოზიტიურ ასპექტს შევხედოთ: რთულ მომენტებს კარგად გავუმკლავიდით. მაგრამ შეგვიძლია და უნდა ვითამაშოთ უკეთესად. ძალიან ბევრი არაზუსტი პასი გვქონდა, ტექნიკურად უფრო კარგად შევასრულოთ გადაცემები, შემდეგ მატჩებში.

„ატლეტიკო“? – გვაქვს საკმარისი ხარისხი, რომ მშვიდად და შიშის გარეშე ვითამაშოთ. იმ საღამოს უნდა გვქონდეს მოთმინება და სიმტკიცე. თუ 70-ე წუთზე 0:0 იქნება, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ტურნირს გამოვეთიშეთ. გავიხსენოთ, რომ პირველ შეხვედრაში 2 გოლი 5 წუთში გავუშვით.

პიანიჩის გაძევება? – მანამდე უნდა შემეცვალა, რადგან რისკის ქვეშ იყო. გაძევების მერე დავკარგეთ წესრიგი, „ნაპოლიმ“ მოუმატა პუბლიკის დახმარებითაც. მივიღეთ პენლატი, ინსინიე შეცდა და იმ მომენტში თამაში დაიხურა. ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხუთი გამარჯვება საკმარისი იქნება ჩემპიონობისთვის. ახლა უნდა დავისვენოთ და მოვემზადოთ შემდეგი დაპირიპირებებისთვის“, – განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს საკუთარ მოედანზე „უდინეზესთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …