+16

სკუდეტოს ინტრიგა ფაქტობრივად აღარ არსებობს. „იუვენტუსმა“ „ნაპოლი“ დაამარცხა და ისედაც დიდი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. სერია A-ს დასრულებამდე 12 ტურია დარჩენილი, ხოლო „იუვეს“ 16-ქულიანი ჰანდიკაპი აქვს.

ბუნებრივია, ტურინელები სკუდეტოს ზედიზედ მერვედ რომ მოიგებენ, ეჭვი აღარავის ეპარება.

თუმცა, შესაძლოა, ეს ახლა მეორეხარისხოვანი იყოს. „იუვეს“ თამაში კრიტიკას ისევ ვერ უძლებს. „ნაპოლის“ წაგება არ დაუმსახურებია, რადგან თამაშით მეტოქეს აჯობა და უმეტესი დრო მეტოქის საჯარიმოსთან გაატარა. „იუვემ“ განსაკუთრებით ცუდად მეორე ტაიმი ჩაატარა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა იქამდე პირველ ნახევარში დამაჯერებლად ითამაშა და თითქოს უპრობლემოდ უნდა მოეგო. 25-ე წუთზემალკუიტის ცუდი პასი კრიშტიანუ რონალდუმ ჩაჭრა, რომელიც მეკარე ალექს მერეტმა წააქცია და გააძევეს. დანიშნული ჯარიმა მირალემ პიანიჩმა შესანიშნავად შეასრულა და ანგარიში გახსნა (პირველი გოლი მიმდინარე სეზონში ჯარიმიდან). მალევე, ემრე ჯანმა ანგარიშის სხვაობა გაზარდა და პირველი ტაიმი მშვიდად მოიგო.

თითქოს ხიფათს არაფერი მოასწავებდა, მაგრამ მეორე ტაიმის დაწყება და მირალემ პიანიჩის გაძევენა ერთი იყო. ბოსნიელმა უწყინარ სიტუაციაში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. პიანიჩის გაძევების შემდეგ კი „იუვე“ საკუთარ თავს აღარ ჰგავდა. მეტოქის კარისნეაც მეორე ტაიმში საერთოდ არ დაურტყამს, მცდელობაც არ ჰქონია. საპასუხოდ, „ნაპოლიმ“ მე-60 წუთზე ერთი გოლი გაქვითა და დიდი მუხტი. 84-ე წუთზე კი პენალტი დაინიშნა ტურინელთა კარის მიმართულებით. თუმცა, ლორენცო ინსინიემ ძელს მოარტყა და „იუვე“ გადარჩა.

საბოლოოდ, 2:1, 72 ქულა და 16-ქულიანი უპირატესობა „ნაპოლისთან“. სკუდეტო გაფორმებულია, მაგრამ თამაშის ხარისხი?! მთავარი ხომ ჩემპიონთა ლიგაა…

„ნაპოლი“ – „იუვენტუსი“ 1:2 (0:2)

ნეაპოლი, „სან პაოლო“

„ნაპოლი“ (4-4-2): მერეტი; მალკუიტი (მერტენსი 46), მაკსიმოვიჩი, კულიბალი, ჰისაი; კალეხონი (უნასი 78), ალანი, ფაბიან რუისი, ზიელინსკი; მილიკი (ოსპინა 27), ინსინიე

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კანსელუ (დე შილიო 61), ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ემრე ჯანი, პიანიჩი, მატუიდი; ბერნარდესკი (დიბალა 85), მანჯუკიჩი (ბენტანკური 74), რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 პიანიჩი (28), 0:2 ემრე ჯანი (39), 1:2 კალეხონი (61)

გაფრთხილება: მაკსიმოვიჩი (77), კულიბალი (86), ალანი (89) – პიანიჩი (34, 47), კანსელუ (54), ალექს სანდრო (83), ბენტანკური (89), დიბალა (90)

გაძევება: მერეტი (25) – პიანიჩი (47)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (7) – 3 (3) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 12:4 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ჯანლუკა როკი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …