ტურინის „იუვენტუსი“ ლისაბონის „ბენფიკას“ ტალანტის, ჟოაო ფელიქსის მსურველთა შორის ფავორიტია. როგორც ესპანური გამოცემა As-ი იტყობინება, 19 წლის პორტუგალიელს „ბარსელონა“, „რეალი“, „ატელტიკო“ და „მანჩესტერი“ იწვევენ, მაგრამ ამ ეტაპზე ფავორიტია „იუვენტუსია“.
ტურინელები ფელიქსს დიდი ხანია აკვირდებიან და გასულ შაბათს „იუვეს“ სკაუტები „პორტუ“ – „ბენფიკას“ მატჩსაც დაესწრნენ, ხოლო ჟოაომ გოლის გატანაც მოახერხა.
ფელიქსს მიმდინარე სეზონში 11 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. მისი აგენტი ჟორჟე მენდეშია, რომელსაც „იუვენტუსთან“ კარგი ურთიერთობა აქვს. ესპანური მედიის ინფორმაციით, “ბებერი სინიორა” მზადაა 19 წლის შემტევის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაიხადოს.
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი