ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა „ლიონთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აშკარად ეტყობა, რომ დიდი იმედგაცრუება მიიღო…
„ჩვენ ვერ მივედით იქ, სადაც ვფიქრობდით და სადაც გვინდოდა, ამდენად ბევრი სიმწარე გვაქვს. ყოველთვის, როდესაც სეზონი იწყება ოცნება არის ის, რასაც ვერასდროს მივაღწიეთ. თითქოს კარგი სეზონია, მაგრამ შემდეგ ბევრი რამ გჭირდება. დღევანდელ კვალიფიკაციაზე გავლენა პირველი მატჩის შედეგმა მოახდინა, 2:1-ზე გვჯეროდა…
ამ მომენტში ბევრი ჩვენგანი იმედგაცრუებულია, მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე არ ვყოფილვარ, ჩემი როლი ისიც არის, რომ მოვძებნო მათთან სწორი სიტყვები და ვაჩვენო სად ვართ. წელს ნამდვილად არ გვქონია ნაპერწკალი, თითქოს რაღაც შეირყა და რამდნეიმე ახალგაზრდამ უნდა შეავსოს გუნდი, ეს არის გზა, რომელიც ყველა გუნდს სურს წარმატებისთვის“, – აღნიშნა ჯიჯიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ 2019-2020 წლების სეზონი ერთი ტიტულით დაასრულა. მოიგო სკუდეტო, წააგო იტალიის სუპერთასისა და იტალიის თასის ფინალში, ხოლო ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში გამოეთიშა.