ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ „ლიონთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა. იტალიელი მცველის განცხადებით, იმედაცრუებულნი არიან, მაგრამ სეზონის მთავარ მიზანს მიაღწიეს, რადგან ეს სკუდეტოს მოგება იყო.
„რას ვგრძნობთ? რა თქმა უნდა, იმედგაცრუებას. თავიდანვე პენალტით გავიშვით, შემდეგ ბევრი შევქმენით, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. სამწუხაროდ, ლიონში ცოტა მომენტი გვქონდა და მათ გამარჯვების საშუალება მივეცით. ახლა კი ყველაფერი გავაკეთეთ, ორი სანტიმეტრია განსხვავება, ბურთი კარში უნდა შევიდეს თუ არა…
ანომლური სეზონი იყო, განსაკუთრებით იმის გამო, რაც ყველამ ვიცით. ჩვენი მთავარი მიზანი სკუდეტოს მოგება იყო და ჩვენ ეს მოვიპოვეთ. ვიცოდით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ამ ფორმატით რაღაც შეიძლებოდა მომხდარიყო. ეს სეზონი ბევრს გვასწავლის, მთავარ მიზანს კი მივაღწიეთ“, – თქვა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ 2019-2020 წლების სეზონი ერთი ტიტულით დაასრულა. მოიგო სკუდეტო, წააგო იტალიის სუპერთასისა და იტალიის თასის ფინალში, ხოლო ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში გამოეთიშა.