ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ლიონთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა, მაგრამ შედეგმა იმედგაცრუება გამოიწვია.
„შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ პენალტის შემდეგ, რომელმაც გონებიდან გამოგვიყვანა. მაღლა ავდიოდით, გვქონდა რამდენიმე საგოლე შანსი 2:1-ზე. გუნდისთვის გამოთიშვა მორალურად გამანადგურებელი რომ არ ყოფილიყო, ბედნიერი ვიქნებოდი. პირველ ტაიმში გამოვეთიშეთ. დიბალა და დუგლას კოშტა რომ გვყოლოდა, მეტის გაკეთებას შევძლებდით.
მომავალი? მაღალი დონის მენეჯერები ერთი თამაშით საკითხს არ წყვეტენ. არაფერს ველოდები, კონტრაქტი მაქვს და მას პატივს ვცემ. არ ვიცი ნახეთ თუ არა პსჟ – „ლიონის“ მატჩი, მაგრამ ამ თამაშისგან განსხვავებით „ლიონს“ ჩვენთან პრობლემები ჰქონდა, რამდენიმე ბურთი პირდაპირ ტრიბუნებზე მოიგერიეს. ჩვენ არ ვიყავით ტოპ ფორმაში, მაგრამ გუნდმა კარგი პასუხი გასცა. სამწუხაროდ თვეების განმავლობაში ლოგიკის გარეშე მივდიოდით, სამი თვე სახლში ვიყავით ჩაკეტილები, ინდივიდუალური და გუნდური ვარჯიშები, სეზონის ამ ეტაპზე საუკეთესო ფორმაში ყოფნა ვერ მოხერხდა.
ყველაფრის მიუხედავად გუნდს კარგად შევაფასებნდი, ძალიან კმაყოფილი ვარ, რასაც მოედანზე ვაკეთებდით. 7 საგოლე მომენტი გვქონდა. აშკარა სირთულეები გვაქვს საჯარიმოში შესვლისას, მაგრამ ეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვაქვს არამხოლოდ „ლიონთან“.
დიბალა? თუ ამ თამაშში არ უნდა გამერისკა, მაშინ როდის უნდა გამერისკა? ველოდი ბოლო 20 წუთს. კუადრადოს კუნთის პრობლემა ჰქონდა, დისკომფორტს განიცდიდა და მისი შეცვლა ამიტომ გადავწყვიტე“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ 2019-2020 წლების სეზონი ერთი ტიტულით დაასრულა. მოიგო სკუდეტო, წააგო იტალიის სუპერთასისა და იტალიის თასის ფინალში, ხოლო ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში გამოეთიშა.