მთავარი / სიახლეები / ანიელი: “კრიშიტიანუ ჩვენი საყრდენია, სარის სიტუაციას კი შევაფასებთ”

ანიელი: “კრიშიტიანუ ჩვენი საყრდენია, სარის სიტუაციას კი შევაფასებთ”

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ „ლიონთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, მაურიციო სარისთან დაკავშირებით სიტუაციას შეაფასებენ და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებენ.

ანიელიმ გამორიცხა კრიშტიანუ რონალდუს გუნდიდან წასვლა და თქვა, რომ ის „იუვეს“ საყრდენია.

„სეზონის ბალანსი ძალიან მწარეა, ეს ძალიან რთული სეზონი იყო, ჩვენ დავწერეთ ფეხბურთის ფანტასტიკური ისტორია და სარისთან ერთად ზედიზედ მეცხრე სკუდეტო მოვიგეთ, რაც იტალიაში უნიკალური შემთხვევაა. ჩემპიონთა ლიგაზე იმედგაცრუებულები ვართ, ეს ყველასთვის იმედგამაცრუებელი შედეგია. თუ ადრე ოცნება გვქონდა, დღეს მიზანი გვაქვს. ამგვარად, „ლიონთან“ წაგებამ ყველა ჩვენგანში იმედგაცრუება გამოიწვია. რამდენიე დღეს ავიღებთ და მომდევნო სეზონისთვის სიტუაციას შევაფასებთ.

„იუვენტუსს“ აქვს მიზნები და პატივი უნდა გვცენ იტალიასა და ევროპაში. ჩვენ გვყავს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი. უნდა მოვძებნოთ ენთუზიაზმი, ჩემპიონატის ყველასთვის 0 ქულიდან იწყება. ამბობენ, რომ ჩვენ გვყავს ევროპაში ყველაზე ხანდაზმული შემადგენლობა, ეს შეიძლება იყოს თემა. როდესაც ბევრ რამეს ცვლი, შეიძლება პრობლემაც იყოს, ეს გარკვეულწილად გადავლახეთ და მეცხრე სკუდეტო მოვიგეთ.

რონალდუ? „ფრანს ფუტბოლის“ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინანდელია. არსებობს ხრიკი, რომლის გამოყენება ყოველთვის შეიძლება. კრიშტიანუ „იუვენტუსის“ საყრდენია და ჩვენთან რჩება.

რამდენიმე დღის წინ კლუბის მენეჯერებს, ნედვედს, პარატიჩის, კერუბინის კომპლიმენტები ვუთხარი. ახლაც იგივეს ვეუბნები. მყავს ძლიერი და მჭიდრო მენეჯმენტი“, – თქვა ანიელიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ 2019-2020 წლების სეზონი ერთი ტიტულით დაასრულა. მოიგო სკუდეტო, წააგო იტალიის სუპერთასისა და იტალიის თასის ფინალში, ხოლო ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში გამოეთიშა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …