მთავარი / სიახლეები / ბუფონი: “სერია B-ში თამაშით ბევრ რამეზე უარი ვთქვი, მაგალითად “ოქროს ბურთზე”

ბუფონი: “სერია B-ში თამაშით ბევრ რამეზე უარი ვთქვი, მაგალითად “ოქროს ბურთზე”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ 14 წლის წინ, როდესაც სერია B-ში თამაშს დათანხმდა, ბევრ რამეზე უარის თქმა მოუწია. მაგალითად „ოქროს ბურთზე“, რომლის მოგება 2006 წელს შეეძლო.

„იმ მომენტში ბევრ რამეზე უარი ვთქვი. 28 წლის ვიყავი, ჩემი კარიერის პიკზე, მუნდიალი ახალი მოგებული მქონდა, „ოქროს ბურთისთვის“ ვიბრძოდი. სხვა არჩევანი რომ გამეკეთებინა, ბევრი რამ შეიცვლებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ კარგად მოვიქცეოდი, ცხოვრება ყველაფერს უკან დამიბრუნებდა. და თუ დღეს 42 წლის ასაკში აქ ვარ, ეს 14 წლის წინ გაკეთებული არჩევნის დამსახურებაა, როდესაც რაღაცებზე უარი ვთქვი.

სამყაროს შუაგულში ეს იყო იმის შესაძლებლობა, რომ ძლიერი სიგნალი მიმეწოდებინა ყველა ბიჭისთვის, ვისაც ეს ვნება გააჩნია. ამგვარი სიგნალის მიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ თუ თქვენ პირველი ხართ, ვინც უარს იტყვის რაიმე მნიშვნელოვანზე “, – აღნიშნა ბუფონმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …