მთავარი / სიახლეები / ვიერი: “ჩემს კარიერაში 2002 წლის 5 მაისი ყველაზე ცუდად მახსენდება”

ვიერი: “ჩემს კარიერაში 2002 წლის 5 მაისი ყველაზე ცუდად მახსენდება”

ცნობილი იტალიელი ფორვარდი კრისტიან ვიერი კარიერაში ყველაზე წარუმატებელ დღედ 5 მაისს ასახელებს, როდესაც „ინტერმა“ სკუდეტო ბოლო ტურში წაგებით დაკარგა და მაშინ ჩემპიონი „იუვენტუსი“ გახდა.

„ალბათ 5 მაისი ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი დღეა, დიდი იმედგაცრუება, როდესაც „ინტერმა“ ბოლო ტურში დაკარგა სკუდეტო. ვფიქრობ, ეს ყველაზე ძლიერი დარტყმაა.

ყველა თამაში ბრძოლაა, თუმცა ფეხბურთელობა შესანიშნავია, რადგან გამარჯვება და მარცხი მისი ნაწილია. ჩემი კარიერის საუკეთესო მწვრთნელი? ყველა კარგი იყო, მაგრამ ეს ყოველთვის შენზეა დამოკიდებული, ერთს ვერ გამოვარჩევ“, – თქვა ვიერიმ.

შეგახსენებთ, რომ 2002 წლის 5 მაისს, სერია A-ს ბოლო ტურში „ინტერი“ „ლაციოსთან“ 2:4 დამარცხდა, ხოლო „იუვენტუსმა“ „უდინეზეს“ 2:0 მოიგო და სკუდეტო მოიპოვა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …