ტურინის „იუვენტუსს“ სამი ხედირას შემდეგ კიდევ ერთი ნახევარმცველი გამოაკლდა – აარონ რემზი.
უელსელ ფეხბურთელს მარცხენა ბარძაყის დაზიანება აღენიშნება და „ლაციოსთან“ მატჩში მოედანზე გასვლას ვერ მოახერხებს.
ჯერჯერობით უნცობია ზუსტი თარიღი, როდის შეძლებს რემზი მოედანზე დაბრუნებას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღთიდღე, ეტაპობრივად უნდა შეფასდეს.