ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი ანჯელო დი ლივიო „ბიანკონერის“ მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი და ამბობს, რომ მაურიციო სარის გუნდის პრობლემები აშკარაა.
„იუვე“? ეს არის გუნდი, რომელსაც მიუხედავად სიმტკიცისა, გარკვეული პრობლემა აქვს და ეს ყველას თვალწინ ჩანს. „ბიანკონერიმ“ „ლაციოს“ პატივი უნდა სცეს, რადგან შესანიშნავ ფორმაშია და შეუძლია „იუვეს“ დამარცხება. კარგი თამაში იქნება და 3 ქულისთვის ორივეს სრულიყოფილი თამაშის ჩატარება მოუწევს.
ვფიქრობ, დიბალა უფრო სახიფათო ფეხბურთელია, ვიდრე რონალდუ, რომელსაც არ აქვს საუკეთესო პერიოდი და გარკვეული ფიზიკური პრობლემა გააჩნია. არგენტინელი კი, ამ სეზონში არის ფეხბურთელი, რომელსაც მატჩებში გარდატეხა შეაქვს.
შაბათის მატჩის პროგნოზი? შეუიძლება ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტოს მატჩის ბედი. მე „იუვეს“ ყოველთვის ყველაზე წინ ვაყენებ, მაგრამ ახლა უფრო დაბალი შანსი აქვს გამარჯვების, ვიდრე წინა წლებში“, – თქვა დი ლივიომ.