1982 წლის მსოფლიო ჩემპიონმა და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მარკო ტარდელიმ Tuttojuve-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.
ვეტერანი ფეხბურთელის განცხადებით, მაურიციო სარის დრო სჭირდება, რომ „იუვენტუსში“ თავისი იდეები დანერგოს.
– „ინტერი“ ლიდერია. გიკვირთ?
– კონტე გარანტიაა, უფრო მეტი კარგი ტრნასფერით სკუდეტოსთვის ბრძოლა შეეძლო.
– „იუვეს“ სარის ხელი ნაკლებად ეტყობა?
– ალეგრის აკრიტიკებდნენ თამაშის სტილის გამო, მე ეს არ მესმოდა, რადგან მაქსი კარგი მწვრთნელია, რომელმაც კარგად იცის როგორ მოარგოს თავისი იდეები გუნდის შემადგენლობას. სარის შემთხვევაში კი, საჭიროა მოთმინება.
– ჩემპიონთა ლიგაზე უფრო რთული იქნება წარმატება?
– ეს რონალდუზე იქნება დამოკიდებული. 34 წლისაა, მაგრამ ერთადერთი. აბსურდია იმაზე ფიქრი, რომ მისი დრო წავიდა.
– „ინტერსა“ და „იუვენტუსს“ შორის ვის უფრო ძლიერი შეტევის ხაზი ჰყავს?
– ერთი მხრივ ეს პარადოქსია: საუკეთესოები დიბალა და იგუაინი არიან, რომელთა გაყიდვას გუნდი ზაფხულში ცდილობდა. მეორეს მხრივ ლაუტარო და ლუკაკუ, ციფრები ამას ამბობენ.
– ბუფონმა „სასუოლოსთან“ შეცდომა დაუშვა, ის 41 წლისაა…
– ფიზიკურად და ტექნიკურად არ არსებობს კითხვები. შეცდომები ხდება, ასაკისდა მიუხედავად.
– მესიმ მეექვსე „ოქროს ბურთი“ მოიგო…
– მე ავირჩევდი სალაჰს.
– ვინ არის ახალი ტარდელი?
– მომწონს ბარელა და იმედია არ განაწყენდება (იღიმის). თუმცა, არავინ არ მგავდა ისე, როგორც მარკიზიო.