ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარემ და რომის „ლაციოს“ ყოფილმა მწვრთნელმა დინო ძოფმა ამ გუნდების მატჩის წინ ისაუბრა. ლეგენდარული ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ შაბათის დაპირისპირებაში ფავორიტი „ლაციოა“.
„იუვენტუსის“ წინააღმდეგ „ლაციო“ ფავორიტია, ეს საინტერესო გამოწვევა იქნება. სიმონე ინძაგის გუნდს აქვს მეტოქეების განადგურების უნარი, გაიზარდა მენტალურად და სირთულეები აღარ აშინებს. ყველანაირი შანსი აქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს“, – თქვა ძოფმა.
შეგახსენებთ, რომ „ლაციო“ – „იუვენტუსის“ მატჩი 7 დეკემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.