ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ იტალიურ მედიასთან ისაუბრა. ლეომ განაცხადა, რომ „მილანში“ გადასვლა ზედმეტი ნაბიჯი იყო და შეცდომა დაუშვა. გარდა ამისა, თქვა, რომ მისი საფეხბურთო იდეალი ალესანდრო ნესტაა.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს ცვლილებების, წინააღმდეგ შემთხვევაში დავმარცხდებით. სარის მოსვლით სრული ცვლილება მოხდა, უნდა მივიღოთ პრეზუმციის გარეშე, იმის გარეშე ფიქრით, რომ სწორ ადგილზე ვიმყოფებით.
მე საკუთარი თავისადმი თვითკრიტიკული ვარ, როდესაც მინდორზე შეცდომას ვუშვებ, მაშინვე ვაცნობიერებ. ეს არის ის, რაც საშუალებას მაძლევს თამაშიდან თამაშამდე მოვუმატო. წლების განმავლობაში მაკრიტიკებდნენ, მე საკმაოდ უკნიდან დავიწყე და შემდეგ მივხვდი სად უნდა მომემატებინა.
„მილანში“ წასვლა? ახლა უფრო ბრძენი ვარ. „მილანში“ წასვლის გადაწყვეტილებამ გამზარდა, როგორც ადამიანი, მაგრამ „იუვენტუსისთვის“ შემიძლია 100%-ით დავიხარჯო. ეს ცვლილება იმ მომენტში ზედმეტი იყო, ახლა კი, მშვიდად შემიძლია ვითამაშო.
ვეტერანები და ახალგაზრდები? ვეტერანებმა ფაქტები უნდა წარმოადგინონ, არამხოლოდ საუბარი. სხვა შემთხვევაში ნდობა რთულია. ახალგაზრდები იღებენ ახალ გამოწვევებს, ეს კი ჩვენთვის დამატებითი სტიმულია. შარშან გუნდში თავს უფრო ვეტერანად ვგრძნობდი, მაგრამ ახლა საბედნიეროდ ჯიჯი დაბრუნდა და უფრო ახალგაზრდა გავხდი (იღიმის).
ჩემი კუმირი? ბავშვობაში ალესანდრო ნესტას ვიდეობს ვუყურებდი. ის ჩემი იდეალი იყო“, – თქვა ბონუჩიმ.