ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელ სამი ხედირას ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც „იუვეს“ ვებგვერდი იტყობინება, ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ დაზიანება სერიოზულია და გერმანელი სამი თვე ვერ ითამაშებს.
„დღეს, აუგსბურგში, გერმანიაში ხედირას მარცხენა მუხლზე ართროსკოპიული წმენდა ჩაუტარდა. ოპერაციას დოქტორმა ულრიხ ბოენიშმა უხელმძღვანელა და წარმატებით ჩაიარა. აღდგენის მოსალოდნელი დრო სამი თვეა“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ხედირამ მიმდინარე სეზონში 17 მატჩის ჩატარება მოასწრო, ახლა კი მოედანზე სავარაუოდ მარტში დაბრუნდება.