მთავარი / სიახლეები / ბუფონი: “რონალდუსთან ერთად “იუვე” ევროპის საუკეთესო გუნდი გახდა”

ბუფონი: “რონალდუსთან ერთად “იუვე” ევროპის საუკეთესო გუნდი გახდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი „ბებერი სინიორას“ შესახებ ისევ საუბრობს. ჯიჯის განცხადებით, რონალდუსთან ერთად „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი გახდა.

თუმცა, ბუფონი მიიჩნევს, რომ ამ ტურნირზე გარანტირებული არცერთ გუნდს არაფერი აქვს:

„იუვე“ ძალიან ძლიერია. ყოველთვის, ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ევროპის დონეზეც ძლიერი იყო. ახლა კი, საოცარი ფეხბურთელი დაიმატა. ეს ფეხბურთელი გუნდის ნაწილი გახდა და შესაბამისად, „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი კანდიდატია.

„იუვე“, როგორც გუნდი ყველაზე ძლიერია. ისეთივე ღირებულებისაა, როგორც „რეალი“, „ბარსელონა“, „სიტი“. თუმცა, ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება გარანტირებული არავის აქვს. 3-4 საუკეთესო გუნდი ყოველთვის, ფინალის მოგება კი პატარა დეტალებისგან შედგება“, – განაცხადა ბუფონმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …