რამდენიმე კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც „იუვენტუსმა“ სერია A-ს ეგიდით ბოლო მატჩი ჩაატარა. „იუვემ“ 2019 წელს ორი მატჩი ჩაატარა იტალიის თასზე „ბოლონიასთან“ და იტალიის სუპერთასზე „მილანთან“.
ახლა კი სერია A-ს მატჩისთვის მზადება დაიწყო, რომელსაც 21 იანვარს საკუთარ მოედანზე „კიევოს“ წინააღმდეგ გამართავს.
გუნდმა დღეს საუდის არაბეთიდან დაბრუნებისა და ერთდღიანი შვებულების შემდეგ პირველი ვარჯიში გამართა.
„კონტინასას“ ბაზაზე გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა დუგლას კოშტამ, რომლის ტრავმა უმნიშვნელო გამოდგა. დაისვენეს და დაგეგმილი შემოწმება ჩაიტარეს მირალემ პიანიჩმა და როდრიგო ბენტნაკურმა. მათი დაზიანებები სერიოზული არაა, თუმცა „კიევოსთან“ ვერცერთი ითამაშებს. საგულისხმოა ის, რომ ბოსნიელი ისედაც დისკვალიფიცირებულია და ვერონელებთან თამაში მაინც არ შეეძლო.
„იუვენტუსი“ მომდევნო ვარჯიშს ხვალ დილით ისევ საკუთარ ბაზაზე ჩაატარებს.