ტურინის „იუვენტუსი“ ფრანგული „ლიონის“ ნახევარმცველ ტანგი ნდომბელეს ტრანსფერითაა დაინტერესებული. ამის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება.
როგორც ის წერს, უახლოეს დღეებში „იუვეს“ წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტთან მოლპარაკებებს გამართავენ. 22 წლის ფრანგი სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
მიმდინარე სეზონში ნდომბელემ „ლიონის“ ღირსება 27-ჯერ დაიცვა, 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.