კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსის“ საუკეთესო ფეხბურთელი გახდა დეკემბრის თვეში. პორტუგალიელმა შემტევმა თვის MVP-ის ტიტული მიმდინარე სეზონში უკვე მესამედ მოიპოვა.
გასულ თვეში კრიშტიანუმ შვიდი მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანა მოახერხა („ფიორენტინასთან“, „ტორინოსთან“, „ატალანტასთან“ და დუბლი „სამპდორიასთან“).
რონალდუ კუთვნილ ჯილდოს „იუვენტუსისა“ და „კიევოს“ მატჩის დაწყებამდე მიიღებს.