ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა Gazzetta Dello Sport-თან ისაუბრა და გონსალო იგუაინის ეპიზოდი გაიხსენა. იტალიის სუპერთასის მატჩის დასრულების შემდეგ იგუაინი გაცხარებული იყო და მსაჯებისკენ იწევდა. სწორედ ამ დროს მას ბონუჩი გამოელაპარაკა.
როგორც ლეონარდომ აღნიშნა, ისინი არ ჩხუბობდნენ:
„გამარჯვების ზეიმი ყოველთვის შესანიშნავია. კიელინი? დიდებულ სეზონს ატარებს, თამაშებისთვის საუკეთესოდ ემზადება.
იგუაინი? არ გვიჩხუბია. ის მსაჯის მისამართი გაღიზიანდა, მივედი და დავამშვიდე. არფოთებული გახლდათ, თუმცა ასეთი რამ ფეხბურთში ხდება“, – განაცხადა ბონუჩიმ.