ტურინის „იუვენტუსი“ ლონდონის „ჩელსის“ მცველის, ემერსონ პალმიერის გადაბირებას მიმდინაე სატრანსფერო პერიოდში აპირებს. Tuttosport-ის ცნობით, „იუვეს“ ხემძღვანელობა იმედვონებს, რომ ემერსონს გონსალო იგუაინის ტრანსფერში ჩართავენ.
ტურინელთა მიზანია, რომ ნატურალიზებული იტალიელი მარცხენა მცველი იანვარშივე დაიმატონ. ეს კი, იმაზე მიანიშნებს, რომ ლეონარდო სპინაცოლა გუნდს მიმდინარე თვეში დატოვებს.
ემერსონი „ჩელსიმდე“ „რომაში“ თამაშობდა. ლონდონურ გუნდში კი ფეხი ვერ მოიკიდა და მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში ძირითად შემადგენლობაში არ მოხვედრილა.
„იუვეს“ მისთვის ბრძოლაში კონკურენტი ჰყავს, რადგან ემერსონ მადრიდის „ატლეტიკოც“ ეპატიჟება.