ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის სუპერთასის მოგების შემდეგ ერთი დღე დაისვენა და საწვრთნელ პროცესს 18 იანვარიდან განაახლებს.
როგორც „იუვეს“ ვებგვერდი იტყობინება, დუგლას კოშტას, მირალემ პიანიჩსა და როდრიგო ბენტანკურს სხვა და სხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. თუმცა, პრობლემა სერიოზული არაა და სამივე ფეხბურთელი მალე გუნდთან ერთად ივარჯიშებს.
შეგახსენებთ, რომ „იუვე“ მომდევნო შეხვედრას 21 იანვარს, სერია A-ს ეგიდით „კიევოსთან“ ჩაატარებს.