მთავარი / სიახლეები / “იუვე” – “მილანი”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “მილანი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ „მილანი“ საუდის არაბეთში დაამარცხა და იტალიის სუპერთასი მოიგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Tuttosport-ის ვერსიით:

შჩესნი 6.5 – 24-ე წუთზე კარიდან ცუდად გამოვიდა, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს შეცდომა გამოასწორა და ჩალჰანოღლუს რთული დარტყმა გაანეიტრალა.

კანსელუ 7 – ეს პირველი თამაში იყო 14 დეკემბერს გაკეთებული ოპერაციის შემდეგ. მიუხედავად ამისა, მაღალ დონეზე ითამაშა და დრიბლინგებით თავი გამოიჩინა. მე-17 წუთზე გოლთან ახლოსაც იყო.

ბონუჩი 6.5 – ითამაშა ზუსტად, პუნქტუალურად, ეფექტურად.

კიელინი 8 – პროფესორი დასწრებაზე შეუდარებელი იყო.

ალექს სანდრო 6.5 – კანსელუსთან შედარებით ნაკლებად აქტიური იყო შეტევაში, თუმცა ეფექტურად და ღირებულად ითამაშა.

ბენტანკური 5.5 – ხედირას ძირითად შემადგენლობაში ადგილი წაართვა, მაგრამ ალეგრის ნდობა ბოლომდე ვერ გაამართლა.

ბერნარდესკი შ.გ – ფედერიკომ მხოლოდ 5 წუთი ითამაშა.

პიანიჩი 6.5 – შესანიშნავი საგოლე პასი რონალდუზე. თუმცა, ყვითელი ბარათის მოედანი ალეგრიმ ნაადრევად დაატოვებინა.

ემრე ჯანი 6 – კესიეს გაძევება მისი დამსახურებაა.

მატუიდი 6 – ბრძოლაში იყო. დიბალას მეორე გოლის დროს კი თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა.

დუგლას კოშტა 7 – მეოთხე წუთზე ულამაზესი გოლის შანსი ჰქონდა. კანსელუსთან და რონალდუსთან კარგად კომბინირებდა. არამარტო მოედანზე, ენობრივი კუთხითაც პორტუგალიელებთან ურთიერთობა არ უჭირს.

ხედირა შ.გ – გერმანელმა მხოლოდ ბოლო რამდენიმე წუთი ითამაშა.

დიბალა 6 – რგოლებს კარგად აკავშირებდა ერთმანეთთან. თუმცა, დამაგვირგვინებელ ფაზაში ისევ მოიკოჭლებდა.

რონალდუ 8.5 – მივიდა, ნახა, გაიმარჯვა. გოლი, რომელმაც თამაშის ბედი გადაწყვიტა. გატანა იქამდეც შეეძლო. მაგალითად, 43-ე წუთზე, როდესაც აკრობატულ ნახტომში მცირედი დააკლდა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …