ტურინის „იუვენტუსის“ ჰოლანდიელი ლეგენდა ედგარ დავიდსი მიიჩნევს, რომ „ბიანკონერის“ ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი კრიშტიანუ რონალდუს დამატების შემდეგ გაეზარდა.
„პიტბულის“ განცხადებით, მას ყველაზე მეტად ბლეზ მატუიდი ჰგავს.
„გუშინდელი ფინალი არ მინახავს, მაგრამ ვფიქრობ, „იუვენტუსისთვის“ შესანიშნავი გამარჯვება იყო. ეს გუნდი საოცარ რამეს აკეთებს, იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ამდენი სკუდეტო არავის მოუგია.
„იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურნირის მოგების შანსი ბევრ გუნდს აქვს. კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად „ბიანკონერის“ შანსი კიდევ უფრო გაიზარდა.
ვინ მგავს? – მატუიდი ძალიან მომწონს, ვფიქრობ, მუნდიალის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა და შეუძლია კიდევ მოუმატოს“, – განაცხადა დავიდსმა.