ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ელჩი გახდა. ჯიჯიმ აღნიშნულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან საფეხბურთო საკითხებზეც ისაუბრა.
„ინტერი“ – მთავარი კონკურენტი
„კონტეს კარგად ვიცნობ. განსაკუთრებულია, ფეხბურთის სწავლების გზა, მსჯელობა, დამაჯერებლობის გადმოცემა… „ინტერი“ ჩვენი პირველი მეტოქეა. გარდა ამისა, მაროტა, რომელსაც მაღალი დონის ფეხბურთელების ყიდვა შეუძლია.
იტალიის ნაკრები
ბოლო მატჩის იტალიის ნაკრებში? დიდი სიამოვნებით მივიღებ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც კარიერის დასრულებას გადავწყვეტ, მანამდე ამას აზრი არ აქვს. მანჩინი ყოველთვის გამოხატავდა ჩემდამი ყურადღებას.
კონტეს და ალეგრის მერე საჭირო სარი
სარის მკაფიო იდეები აქვს და ჩვენ გვინდა ვისწავლოთ რაღაც განსხვავებული ბოლო 10 წლის განმავლობაში. მისი ფილოსოფია მოსწონთ, დიდ ფეხბურთელებს კი სტიმული სჭირდებათ. სარის თითქმის ოცდაათწლიანი კარიერა აქვს და უმაღლეს წერტილს „იუვენტუსთან“ მიაღწია. ლამაზი ფეხბურთი და შედეგი აუცილებლად მოვა. ყველა მხოლოდ ალეგრიზე ლაპარაკობდა, მაგრამ მანამდე კონტე და სხვები იყვნენ. ვფიქრობ, ეს ფილოსოფია და თამაშის ეს გზა, რომელიც მოგვწონს, არის სტიმული, რომელიც ფეხბურთელებს სჭირდებათ.
კონკურენტუნარიანი ფეხბურთელი
ელჩობა მნიშვნელოვანი საკითხია, რომლითაც ვამაყობ. მე ძალიან ორიენტირებული ვარ ფეხბურთში და იგივე პასუხისმგებლობები მაქვს, როგორც ყოველთვის. მიუხედავად იმისა, რომ ყოველკვირაში თამაში არ მიწევს, მჯერა, რომეს პოზიცია არის ის, რომელიც ყოველჯერზე განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ვფიქრობ, კონკურენტუნარიანი მოთამაშე ისევ ვარ.
მხოლოდ „იუვეში“ მე-12 ნომერი
სეზონი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან თავიდან რაღაც ეჭვები მქონდა ჩემს ახალ როლზე და სახლსში ამ საკითხზე მშვიდად ვისაუბრეთ. მე ვთქვი: „ვფიქრობ, რომ ერთადერთი გუნდი, სადაც შეიძლება მშვიდად მივიღო მეორე მეკარის როლი „იუვენტუსია“. ნამდვილად კმაყოფილი ვარ გუნდში არსებული ჰარმონიით, რომელიც გასახდელშია. პატივისცემას ვგრძნობ თანაგუნდელებისგან, გულშემატკივრებთან ჩახუტება შემიძლია. ბიჭებთან ერთად შემიძლია ბევრი რამ გავიზიარო მოედანზე და მოედნის მიღმა. ამიტომ, ძალიან ბედნიერი ვარ“, – თქვა ბუფონმა.